27 დეკემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ენმ-ის წევრი აუდიტის სამსახურს ბათუმის საკრებულოს 2017 წლის ბიუჯეტის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აუდიტის სამსახურს ბათუმის საკრებულოს 2017 წლის ბიუჯეტის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს. განცხადება ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ დღეს შეიტანა.

ქამადაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტში ცვლილებები უკანონოდ განხორციელდა და წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდა.

საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ ცვლილებების თანახმად, უკვე ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე თანხა გამოიყოფა. მისი თქმით, ქუჩები კეთილმოწყობილია, თუმცა, აღნიშნული ქუჩების სარეაბილიტაციო თანხას ახლა ამტკიცებენ.

„29 ნოემბერს ბათუმის საკრებულომ შეიტანა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლითაც ერთგვარად გაპრავება მოახდინა იმ უკანონო ხარჯებისა და ბიუჯეტიდან თანხების უკანონოდ ხარჯვის, რასაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში. ამ ცვლილებებმა ნათლად დაადასტურა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, იკვეთებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

დღის ამბები