27 დეკემბერი 2024,   00:06
ვრცლად
"დაზიანებული გვაქვს ფილტვები, ვეღარ ვსუნთქავთ" - შუხუთში ჩინური კომპანიის საქმიანობას აპროტესტებენ

შუხუთში ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის „სინოჰიდროს" საქმიანობას აპროტესტებენ. დილიდან ჯაპანა-გრიგოლეთისკენ მიმავალი გზა მოსახლეობამ გადაკეტა.

ამ წუთებში ადგილზე კომპანიის კუთვნილი 60-მდე სატვირთო მანქანა გაჩერებულია და მძღოლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მათი თქმით, სატვირთო მანქანების ხშირი მიმოსვლის გამო მათ საცხოვრებელ სახლებს პრობლემები ექმნებათ, აწუხებთ მტვერი და ხმაური. შუხუთელები კომპენსაციას ითხოვენ.

„დაზიანებული გვაქვს ფილტვები. ვეღარ ვსუნთქავთ,“- აცხადებს მოსახლეობა.

 

დღის ამბები