27 დეკემბერი 2024,   00:07
ვრცლად
კამერების ჩანაწერების მიხედვით 51-ე სკოლის მოსწავლეები მე-11 კლასელები იყვნენ და სკოლა დღის პირველ ნახევარში დატოვეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური 51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლის მოსანახულებლად საავადმყოფოში მივიდა. მისი ინფორმაციით, სკოლიდან ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მოსწავლეები მე-11 კლასელები იყვნენ და სკოლა დღის პირველ ნახევარში დატოვეს.  

რაც შეეხება პასუხისმგებლობის ნაწილს, გიგაური აღნიშნავს, რომ სკოლის თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და სწორედ გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მომხდართან დაკავშირებით.  

მისივე ინფორმაციით ჯერჯერობით უცნობია ვინ იყვნენ კონფლიქტში მონაწილე სხვა ბავშვები.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის დაჭრილ მოსწავლეს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ერთი დაჭრილი მოსწავლე კი უკვე გარდაიცვალა.

 

დღის ამბები