საცხოვრებელ სახლებში გაჩენილ ხანძრებს დღეს რუსეთის რეგიონებში 19-ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 ბავშვია.
ყველაზე მეტი - 5 მცირეწლოვანი, ნოვოსიბირსკის მახლობლად მდებარე სოფელში დაიღუპა.
ხანძარს სახლში მყოფი ორი უფროსი გადაურჩა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ყველა შემთხვევაში, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა.
ცეცხლის ჩაქრობაში სამაშველო ბრიგადებს მეზობლებიც ეხმარებოდნენ.