26 დეკემბერი 2024,   18:27
ვრცლად
დავით საყვარელიძის ინფორმაციით, საპროტესტო მარშში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა

მიხეილ სააკაშვილის პარტიიის, ახალ ძალთა მოძრაობის, წევრის, დავით საყვარელიძის, ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო მარშში 15-20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ამის შესახებ მან P.S.-თან კიევიდან სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა. 

საყვარელიძის თქმით, ეს მოხდა იმ ფონზე, როცა აქციას არ აშუქებდნენ მედიასაშუალებები და საზოგადოებას ვერ აწვდიდნენ ინფორმაციას. მისი განცხადებით, მიუხედავად ინფორმაციული ვაკუუმისა, აქციაზე გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი.

დავით საყვარელიძის განცხადებით, ეს აქცია დასრულდება გამარჯვებით.

დავით საყვარელიძის განცხადებით, "ხელისუფლებამ მოაწყო ფსევდოაქცია ერთადერთ ტელევიზიასთან, რომელიც აშუქებს ახალ ძალთა მოძრაობის აქციებს, თითქოს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აპროტესტებდა ამ არხის გაშუქების სტილს".

მისი თქმით, ამ აქციაში მხოლოდ ორი ქართველი ლიდერია, დანარჩენები კი უკრაინელები არიან და ისინი აფიქსირებენ  საკუთარ პოზიციას, რომ არ სურთ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა. 

შეგახსნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია ახალ ძალთა მოძრაობის ორგანიზებით, დღეს კიევში საპროტესტო მარში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

 

დღის ამბები