06 დეკემბერი 2024,   08:14
ვრცლად
პასუხისმგებელი არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი ელჩით უკრაინაში - ნიკა გვარამია კიევში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის არშეშვებაზე

„როდესაც ჩემს ჟურნალისტს ეკითხებიან შინაარსობრივად რას გააკეთებს უკრაინის ტერიტორიაზე, ეს უკვე საერთოდ სასაცილოა, რუსეთის ტერიტორიაზე არ აკეთებენ,“ - ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კიევში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კიევში არ შეშვების შემდეგ გააკეთა.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, რომელიც დღეს კიევში არ შეუშვეს, თავადაც ესაუბრა ქართველ დიპლომატებს კიევში ჩაფრენისთანავე და ინფორმაცია მიაწოდა, რომ მას უკრაინელმა მესაზღვრეებმა საბუთები ჩამოართვეს და გამოკითხვაზე იმყოფებოდა. თუმცა, დიპლომატების მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.

„სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერს თუ არა, ამის მიხედვით, რომ ჩემს ჟურნალისტს უშვებენ ან არ უშვებენ ტერიტორიაზე, ცხადია, ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმასთან, ვინ არის „რუსთავი 2“ და რა ინტერესები აქვს და როგორი სარედაქციო ხაზი აქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ეს არ მაინტერესებს,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას თქმით, მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკისრება.

„ჩემს წინაშე პასუხისმგებელი არის საქართველოს კომპეტენტური ორგანო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი ელჩით უკრაინაში და თავისი მინისტრით აქ, რომელიც პასუხს უნდა სთხოვდეს უკრაინის ელჩს. ჩვენ გვექნება აუცილებლად ამაზე ხვალ დილიდანვე ძალიან მკაცრი მონიტორინგი ამ სიტუაციის,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩს საქართველოში ასევე, მოუწევს დღევანდელ შემთხვევაზე პასუხის გაცემა.

„თუ მას მიაჩნია საქართველო ბანანის რესპუბლიკად და მისი მთავარი მედია საშუალება უკრაინის ტერიტორიაზე არც უნდა შედიოდეს, მაშინ კეთილი ინებოს უკრაინის ელჩმა და ახსნას აქ საქართველოს ტერიტორიაზე საერთოდ რა უნდა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები