26 დეკემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"თუ ხელისუფლება ოპონენტების დევნას არ დაამთავრებს სააკაშვილის ჩათვლით, უფრო დიდი პრობლემების წინაშე დადგება"- ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით ის, რაც სააკაშვილის წინააღმდეგ ხდება, ეს არის პოლიტიკური დევნა.

მისი თქმით სწორედ საქართველოში დაწყებული პოლიტიკური დევნა გახდა იმის საფუძველი, რომ მას მოუწია ქვეყნის გარეთ წასვლა და ეს გაგრძელდა უკრაინაში.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით პოლიტიკური ოპონენტების მოშორება ამ გზით აზარალებს როგორც უკრაინას ასევე საქართველოს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის შეფასებით ხელისუფლება, რომელიც კონცენტრირდება პოლიტიკური ოპონენტების დევნით არ არის ორიენტირებული ხალხის პრობლემების მოგვარებაზე და ეს კარგად აისახება როგორც უკრაინის ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ასევე საქართველოში ლარის გაუფასურებით.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით  თუ საქართველოს ხელისუფლება არ დაამთავრებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას სააკაშვილის ჩათვლით უფრო მძიმე პრობლემების წინაშე დადგება.   

 

დღის ამბები