03 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ გამოვალთ ერთიანი გუნდური პოზიციით - არჩილ თალაკვაძე 

სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობდა საპარლამენტო უმრავლესობა დღის ბოლოს გამართულ ფრაქციის სხდომაზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ძირითად პუნქტებზე შეთანხმება არსებობს.

ცვლილებების შედეგად უქმდება რამდენიმე უწყება, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტრო, რომელიც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილდა.

მთავრობის მტკიცებით, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების მიუხედავად, ეს სფერო პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და ამის გარანტიები კანონმდებლობაშიც გაიწერება.

„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ გამოვალთ უკვე ერთიანი გუნდური პოზიციით, მთავრობას აქვს არგუმენტები და გეგმა მართვის მოდელთან დაკავშირებით. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ ეკონომიას და ეს რესურსები მიმართული იქნება საჯარო, საზოგადო საჭიროებების მოსაგვარებლად,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები