ევროკავშირის საბჭოს წინ კატალონიის ყოფილი ხელისუფლების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ათასზე მეტი ადამიანი დროშებით შეიკრიბა. ისინი აქციაზე ტრანსფარანტებით "ევროპა, გაიღვიძე" მივიდნენ.
ცოტა ხნის წინ მიტინგს თავად კარლეს პუჩდემონიც შეურთდა. ის სიტყვით გამოსვლასაც გეგმავს.