26 დეკემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ირაკლი კობახიძე „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის“ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საერთაშორისო ასოციაციის“ (SKL International) თავმჯდომარეს, მარი-ლუი რონნმარკს შეხვდა.

შეხვედრაზე დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისა და ამ მიმართულებით, რეფორმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში ამ მხრივ არსებული გამოწვევებიც განიხილეს.

მარი-ლუი რონნმარკმა ქართულ მხარეს შვედეთის გამოცდილება გააცნო. „შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონების საკითხთა საერთაშორისო ასოციაციის“ თავმჯდომარემ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა დაადასტურა. 

დღის ამბები