26 დეკემბერი 2024,   21:05
ვრცლად
ოკუპანტების მონა პოროშენკო უნდა წავიდეს! - კიევში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

კიევში მიმდინარე მასშტაბურმა აქციამ ქალაქის ცენტრში ასკოლდოვის შესახვევში გადაინაცვლა, სადაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორი მდებარეობს. სწორედ აქ იმყოფება უკრაინის ოპოზიციის ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

დემონსტრანტები მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტას და პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვენ. ადგილზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზაციაა.

„ჩანაწერები გაყალბებულია და ამას სასამართლოშიც ვიტყვი, თუ საჭიროა. მიშა უსამართლოდ დააკავეს. ოკუპანტების მონა პოროშენკო უნდა წავიდეს. ის უნდა დაისაჯოს. ქართველები ჩვენი ერის მეგობრები და ძმები არიან, ისინი უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან, როგორ შეიძლება, მათ ასე მოექცე,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

დღის ამბები