08 დეკემბერი 2024,   18:51
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დიდი წარმატება უკრაინაში, ეს არის "ქართული ოცნების" და ივანიშვილის შავი სიზმარი - ხატია დეკანოიძე

„უკრაინელი ხალხის მომავალი ახლა წყდება, იქნება თუ არა უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფო,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, გადაცემა არჩევნის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მის მხარდამჭერებს მიულოცა.

მისი თქმით, დღეს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პირველ რიგში უკრაინელი ხალხის გამარჯვებაა.

„ეს არის უკრაინელი ხალხის გამარჯვება. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ვხედავთ თუ არა სააკაშვილის მომავალს უკრაინაში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უკრაინელი ადამიანების, მაიდნის ღირებულებების გამარჯვება,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძე გუშინ გამართულ აქციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ დემონსტრაციაზე კიევის  მოსახლეობა გამოვიდა.

„ის მოთხოვნები, რაზეც საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, ანტიკორუფციული, სობოლევის გათავისუფლება, ნაბუზე სერიოზული დარტყმა, ეს არის ძალიან დიდი განხილვის საგანი საერთაშორისო თანამეგობრობაში,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

დეკანოიძე ამბობს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით საბოლოოდ გამარჯვება არ არის მიღწეული.

„როგორც იცით, საქმეების შეკერვა უკრაინის ხელისუფლებიდან გრძელდება კვლავ,“ - აღნიშნა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, ქართველ და უკრაინელი ოლიგარქებს  შორის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გარიგება შედგა.

„ოლიგარქები, როგორც ასეთი, რომლებიც რეალურად დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ მიდიან, რასაკვირველია, რიგდებიან და თანხმდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალიან დიდი წარმატება უკრაინაში, ეს არის ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის შავი სიზმარი და ძალიან ბევრი ადამიანის შავი სიზმარი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები