21 დეკემბერი 2024,   21:01
ვრცლად
"ხალხის შეეშინდათ, ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინ ქუჩაში" - მიხეილ სააკაშვილი

ხალხის გამარჯვებად შეაფასა მიხეილ სააკშვილმა უკრაინული სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება. "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა პირველი კომენტარი სხდომათა დარბაზშივე გააკეთა.

მისი თქმით, პეჩორის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით პეტრო პოროშენკოს მითითებებს გადაუხვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე არ შეწყვეტს.

"ეს არის წარმოუდგენელი რამ, მოსამართლეებს ყოველთვის აკონტროლებდა ბოლომდე პოროშენკო და ამ ქალმა საერთოდ ყველაფერზე უარი თქვა, ყველანაირ შეზღუდვაზე. დეპუტატებიც აღარ დაჭირდა, უბრალოდ გამიშვა. ძალიან მოულოდნელი იყო იმ გაგებით, რომ ხალხის შეეშინდათ, ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინ ქუჩაში, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. არა მარტო გამოვედი ციხიდან, არამედ საერთოდ გამიშვეს. ეს შედეგი მოიტანა ბრძოლამ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 

ოპტიმისტურად ვიყავი რა თქმა უნდა ზოგადად განწყობილი, მიხაროდა რომ მიშა მხნედ და ყოჩაღად იყო, მაგრამ ბოლო წუთამდე არ მეგონა, რომ გაუშვებდნენ საერთოდ, ყველანაირი ზომების გარეშე. ანუ არის კიდევ იმედი, უკრაინისთვის 

დღის ამბები