21 დეკემბერი 2024,   20:53
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - მთავრობა სტრასბურგის სასამართლოსთვის კითხვებზე პასუხის გაცემას ვადაზე ადრე გეგმავს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ საქართველოსთვის გადმოგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად იუსტიციის სამინისტროს დრო 29 მარტამდე აქვს. თუმცა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიცემულ ვადას სრულად არ გამოიყენებს.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგში დოკუმენტის გადაგზავნას უწყება მალევე შეძლებს, რის შემდეგაც პასუხები მოსარჩელეს გადაეგზავნება და კონტრარგუმენტების წარსადგენი ვადა განესაზღვრება.

პროცედურის დასრულებისთანავე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ტელეკომპანიის სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელებს.

„ევროპულმა სასამართლომ დაიწყო "რუსთავი 2"-ის მიერ შეტანილი საჩივრის დასაშვებობის განხილვა. ჩვენ გამოგვეგზავნა შეკითხვები თითოეულ მომჩივანთან მიმართებაში. მაგალითად, ევროპული სასამართლო გვეკითხება, ამოწურა თუ არა „რუსთავი 2“-მა შიდა სამართლებრივი გასაჩივრების გზები. თუ ამაზე პასუხი იქნება - არ ამოუწურავს, მაშინ რა თქმა უნდა, დადგება დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობაც.

"ჩვენ ვართ მხარეები, რა თქმა უნდა ვიდავებთ და საბოლოო ჯამში ევროპული სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვადა გვაქვს მთავრობას 29 მარტამდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ადრეც შევძლებთ პასუხების გაგზავნას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები