21 დეკემბერი 2024,   21:06
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღინისძიებაზე შესაძლოა, უკრაინაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს

უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ის სააპელაციო სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო პროკურატურის შუამდგომლობა, კიდევ ერთი სხდომა გაიმართება, სადაც მოსამართლე სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

იური ლუცენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას არ ეთანხმება. უკრაინის გენერალური პროკურორისთვის გაუგებარია, რატომ ხდება სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის პოლიტიზირება. პროკურატურის პრესამსახურის ცნობით, ლუცენკო სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დიდ ზეწოლას განიცდიდა.

მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები კვირისთვის დაანონსებულ სახალხო შეკრებას ელოდებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები