21 დეკემბერი 2024,   21:01
ვრცლად
სააკაშვილის საქმეზე 9 საათს გაგრძელებული პროცესი - გათავისუფლების შემდეგ მორიგი აქცია დაანონსდა

კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი თითქმის, 9 საათს გაგრძელდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოსთან მისი მომხრეები, პარტიის წევრები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები ელოდებოდნენ.

უკრაინის მთავარი პროკურატურა პრო რუს ოლიგარქებთან კავშირის ბრალდებით, სააკაშვილისთვის სამაჯურით შინაპატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ ლუცენკოს უწყების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

დარბაზის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან გადაინაცვლა. „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, დღეს განვითარებული პროცესებისა და მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებას კიდევ უფრო ნაკლები დრო დარჩა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, მორიგი აქცია დააანონსა.

ამავე თემაზე
დღის ამბები