21 დეკემბერი 2024,   20:54
ვრცლად
მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციის განცხადებებს ლოგიკას მოკლებულს უწოდებს

პარადოქსულობის ხარისხი ოპოზიციის განცხადებებისა ყოველგვარ ზღვარს მიღმაა,“ - ეს შეფასება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა.

უმრავლესობის მტკიცებით, ისინი ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ჩაწერილია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასრულებენ.

„პარადოქსულობის ხარისხი ოპოზიციის განცხადებებისა ყოველგვარ ზღვარს მიღმაა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თავად ეთანხმებოდნენ თავის დროზე ამ ცვლილებებს, დღეს კი აცხადებენ, რომ არ უჭერენ ამ ცვლილებებს მხარს. აქედან გამომდინარე, ლოგიკას მოკლებულია მათი განცხადებები, მთავარია, რომ საქართველოს ამ ცვლილებების შედეგად ექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული, იქნება ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული და დიდი ხანი წარმატებით იმუშავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამ წუთებში პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა იწყება. საუბარია საკონსტიტუციო რეფორმით შემოღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლისთვის შენარჩუნებაზე, შესწორებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლებში, ასევე პრეზიდენტის არჩევის მუხლში ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე.

დღის ამბები