27 დეკემბერი 2024,   00:29
ვრცლად
ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. იოსებ გუდავაძეს ჭრილობები გულმკერდისა და ბარძაყის არეში მიაყენეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რა იყო ახალგაზრდებს შორის სისხლიანი გარჩევის მიზეზი უცნობია. ოზურგეთში ჰყვებიან, რომ ურთიერთშელაპარაკებამდე, ახალგაზრდები ერთად ისხდნენ და სვამდნენ.  

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები