08 დეკემბერი 2024,   19:16
ვრცლად
გაიზრდება თუ არა დენსა და წყალზე ტარიფი, თვის ბოლომდე გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა მომავალი წლიდან ელექტროენერგიასა და წყალზე ტარიფი, თვის ბოლომდე გახდება ცნობილი. მარეგულირებელ კომისიაში სხდომა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. "სემეკს" კომპანიებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რა საინვესტიციო გეგმები აქვთ მომავალი სამი წლის განმავლობაში.

მარეგულირებელმა კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად ადეკვატურია ეს გეგმები, რადგან, როგორც განმარტავენ, ინვესტიცია არის ერთ-ერთი კომპონენტი, რაც საბოლოოდ ტარიფს განსაზღვრავს.

„სრულად გავიარეთ გადაცემის ლიცენზიანტების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმები. ჯამში, გადაცემის სამი ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილმა საინვესტიციო გეგმებმა 2020 წლის ჩათვლით შეადგინა 600 მილიონი, აქედან ყველაზე დიდი ნაწილი მოდის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაზე. ასევე, განვიხილეთ გენერაციის 7 ობიექტის საინვესტიციო გეგმები იგივე პერიოდზე. ჯამში, შეთანხმებული ინვესტიციები შეადგენს 175 მილიონ ლარს,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები