08 დეკემბერი 2024,   19:27
ვრცლად
„სერიოზულ არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე" - კახა ბექაური "გამჭვირვალობას" პასუხობს

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პასუხობს. კახა ბექაური არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას, რომლითაც ორგანიზაციამ დაადგინა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ამ პოსტის დაკავების უფლება არ აქვს, არაკვალიფიციურს უწოდებს.

კახა ბექაური აცხადებს, რომ მისი დიპლომი უთანაბრდება სამაგისტრო ხარისხს. ბექაური ამბობს, რომ ეს კვლევა მისი დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„მათი მხრიდან სერიოზულ არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე. ჩემი დიპლომი არის მაგისტრთან გათანაბრებული. ეს არის ზუსტად ინფორმაციის და კომუნიკაციების, ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამები, რომელიც ზუსტად ანალოგია მაშინდელი კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის,“ - განაცხადა კახა ბექაურმა.

დღესვე მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ამ განცხადებას „გამჭვირვალობა-საქართველოში“ გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბექაურს არ გააჩნია უმაღლესი განათლების ის დიპლომი, რომელსაც კანონი მოითხოვს.

„მათემატიკოსის კვალიფიკაცია გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით, სპეციალიზაცია, ოპტიმიზაცია და ოპტიმალური მართვა, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი არ უთანაბრდება ეკონომიკის, საჯარო და ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების და ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ. 

დღის ამბები