09 დეკემბერი 2024,   12:08
ვრცლად
ზარცვა საქმელმოქმედო ფონდში - წაღებულია ასეულობით ლარი და ტექნიკა

საქველმოქმედო ფონდი "მომავლის გზა" გაძარცვეს. ოფისიდან, საახლწლო საჩუქრებისთვის მოგროვილი თანხა, 500 ლარი და ძვირადღირებული ტექნიკა წაიღეს. საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლების თქმით, წაღებულია სეიფიც, რომელშიც 600 ლარი იყო.

“როდესაც შემოვედი ვნახე, რომ კარები იყო ღია. შემდეგ არ იყო ჩემი ლეპტოპი, წაღებული იყო. შემდეგ შევედი სხვა ოთახებში და იქ უკვე არეულობა დამხვდა,“ - განაცხადა საქველმოქმედო ფონდ ”მომავლის გზის” მენეჯერმა თიკო ხმალაძემ.

ძარცვა სავარაუდოდ ღამის02:00 საათზე მოხდა, როცა შენობებში არავინ იმყოფებოდა. ფონდის თანამშრომლებს კარი გატეხილი, თანხა და აპარატურა კი წაღებული დახვდათ.

“წაღებულია ვიდეოკამერა თავის შტატივით და კომპიუტერებით წაღებული, ნაწილი რა თქმა უნდა. შესაძლებელი იყო მთლიანად გაეტანათ. ასევე შესაწირი თანხა, რომელიც ბავშვების საახალწლო სურვილების შესაძენი საჩუქრებისთვის იყო. ღამის 2 საათი იყო, შემოვედი, შემოვიტანე საახალწლო დასარიგებელი დახმარება და არაფერი არ შემიმჩნევია ისეთი“ -აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ ”მომავლის გზის” დირექტორმა დავით კინწურაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები