26 დეკემბერი 2024,   17:58
ვრცლად
რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ელვა დეპეშასავით დაწევა ცვლილებების? - ნუკრი ქანთარია მე-18 მუხლში შესატან ცვლილებებზე

„რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ელვა დეპეშასავით დაწევა ცვლილებების?“ - ამ კითხვით პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვას გულისხმობს.

ნუკრი ქანთარიას აინტერესებდა, რამდენად მიუთითებს აღნიშნული ცვლილების ამ ეტაპზე განხილვა მაღალპროფესიონალიზმზე.

„საერთოდ, როგორ გგონიათ, რამდენად მიუთითებს სწორედ მაღალი პროფესიონალიზმისკენ, თუ თქვენ იცოდით ეს ამბავი, მაშინ ჩვენ რატომ განხილვებზე არ გვქონდა ჩვენ საუბარი და თუ არ იცოდით, რატომ მოხდა ეს?“ - განაცხადა ქანთარიამ.

რაზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მასაც აქვს კრიტიკული შენიშვნები ინიციატივის დაგვიანებით შესვლასთან დაკავშირებით.

„მთავარია, რომ შინაარსობრივად იცვლება ნორმა და ნორმა იცვლება იმგვარად, რომ კიდევ უფრო იზრდება დაცვის სტანდარტი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები