06 დეკემბერი 2024,   09:47
ვრცლად
კარტელური გარიგებები - პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი კომენტარი გააკეთა

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დაპირისპირებას, თუმცა, პრემიერმა გააკეთა სათანადო კომენტარები. პრემიერი გააკეთებს მომავალში კომენტარებს ყველა საკითხთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კარტელური გარიგეგების შესახებ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ, გიორგი გაჩეჩილაძის და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირების დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ შესაძლო კორუფციული სკანდალი, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ.

„სისტემური პრობლემები არის აღმოფხვრილი საქართველოში, რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება. პარლამენტის ინტერესებშია განვახორციელოთ საკუთარი საზედამხედველო ფუნქციები და ამის საფუძველზე ვიზრუნოთ ასეთი მოვლენების პრევენციისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები