26 დეკემბერი 2024,   17:39
ვრცლად
ახალი სახეები "უცნობისა" და პრემიერის დაპირისპირებაში - საქმეში გოგი თოფაძის ოჯახიცაა ჩართული

კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების სკანდალის ახალი ფიგურანტი გოგი თოფაძის ოჯახია. ირკვევა, რომ თოფაძის შვილი, ირაკლი თოფაძე კომპანია „ჰიუნდაი ავტოს“ ხელმძღვანელობს.

„ჰიუნდაი ავტო“ პრემიერსა და მის ძმაკაცს, გიორგი გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზი გახდა. სწორედ ამ კომპანიისგან შეიძინა გაჩეჩილაძის სიძის კომპანიის, „სიტროენ ჯორჯიას“ ნაცვლად ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების მანქანები. ამ გარიგებით დავით სერგეენკოს უწყებამ „ჰიუნდაი ავტოს“ გაჩეჩილაძის სიძის კომპანიაზე 150 ათასით მეტი გადაუხადა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, მამუკა ტუსკაძე იმ დავების საბჭოს წევრია, სადაც გაჩეჩილაძის სიძემ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ტუსკაძე ყვება, რომ დავების საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტების შესწავლა ორჯერ დაავალა, თუმცა დავთ სერგეენკომ რეაგირება არ მოახდინა.

გოგი თოფაძე ამტკიცებს, რომ სკანდალური ბრალდებების ეპიცენტრში მოულოდნელად აღმოჩნდა და მისი შვილი კომპანია „ჰიუნდაი ავტოს“ ხელმძღვანელი არ არის. საჯარო რეესტრის ოფიციალურ დოკუმენტაციაში კი წერია, რომ ირაკლი თოფაძე „ჰიუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

გოგი თოფაძის შვილი, რომელიც დღეს პრემიერის, „უცნობისა“ და ტარიელ ხეჩიკაშვილის სკანდალის კიდევ ერთი მონაწილე გახდა, ამბობს, რომ „ჰიუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს ფიქტიურად იკავებს. მინდობილობა მის მეგობარს, დავით გიორგობიანს გადასცა.

„ჰიუნდაი ავტოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ გოგი თოფაძის შვილი მის კომპანიის ხელმღვანელად მეგობრობის გამო დანიშნა და ის კომპანიის მართვაში არ მონაწილეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები