21 დეკემბერი 2024,   21:02
ვრცლად
მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არა აქვს - ირაკლი კობახიძე ახალ ფრაქციებზე

"მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არა აქვს," - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, უმრავლესობაში დამატებითი ფრაქციების შექმნას. 

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში დამატებით ორი ფრაქციის შექმნის შესახებ კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო და აცხადებს, რომ აღნიშნული უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას ემსახურება. 

„ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, შემიძლია, გითხრათ, დაგიდასტუროთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაიწყო ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დროს. ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისათვის, რომ უფრო მარტივად განხორციელდეს მენეჯმენტი უმრავლესობის შიგნით. ეს ემსახურება მენეჯმენტის რაციონალიზაციას უმრავლესობაში და ამ მიზნით საუბარია დამატებით ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არა აქვს არავითარი საფუძველი, ეს შემიძლია, ძალიან თამამად გითხრათ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მისივე განმარტებით, ფრაქციები წლის ბოლომდე შეიქმნება. 

„ამას არ სჭირდება პლენარული სხდომა, ესაჭიროება ბიუროს სხდომაზე დამტკიცება და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე შეიქმნება ორი დამატებითი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში. კონსულტაციები უკვე შემდგარია, მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, შემადგენლობასთან, ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მიიღება უკვე საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს მიერ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები