დღეს ბარბარობაა - მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია სრულდება.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წირვა-ლოცვა დილიდან სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მისი წმინდა ნაწილები ამჟამად კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.