02 მაისი 2024,   16:04
ვრცლად
კიევის სასმართლო სევერიონ დანგაძის საქმის არსებით განხილვას იწყებს

კიევის სასმართლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, სევერიონ დანგაძის ეპიზოდზე არსებით განხილვას იწყებს.

დანგაძეს გამოძიება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ედავება. მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრისთვის წაყენებული ბრალდებას ადვოკატი პოლიტიკურად მოტივირებულს და უსაფუძვლოს უწოდებს.

„ეს გარკვეული თამაშია, რადგან პროკურატურასა და სასამართლოს არ გააჩნია მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც დანგაძეს პატიმრობა შეეფარდა. სააპელაციო საჩივარს სწავლობენ და შეეცდებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში ჩადონ ისეთი მოტივაცია, რომელიც მაქსიმალურად მოვა წინააღმდეგობაში ჩვენს სააპელაციო საჩივართან. პროკურატურის მიზანია, სევერიონ დანგაძე პატიმრობაში დატოვოს და მასზე ზეწოლა მოახდინოს, იმისთვის რომ მან სააკაშვილის წინააღმდეგ უკანონო ჩვენებები მისცეს. ჩვენ ვთვლით რომ ეს საქმე სპეციალურად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის შექმნილი და პოლიტიკური დევნაა,” - განაცხადა ადვოკატმა ნიკოლაი ნედილკომ.

დღის ამბები