26 დეკემბერი 2024,   17:21
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ 3 იანვარს უკრაინის სასამართლო შინაპატიმრობას შეუფარდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი 3 იანვარს გადაწყდება. უკრაინის სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვა გადადო. უკრაინული ოპოზიციის ლიდერი თვლის, რომ ეს ხელისუფლების კარგად გათვლილი ნაბიჯი იყო, რადგან საახალწლო დღეებში პოროშენკოს მთავრობას სასურველი გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდება.

ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის საქმეზე უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა უშიშროების სამსახურის გამომძიებლების კითხვებს სამშაბათს უნდა უპასუხოს. სააკაშვილი ამბობს, რომ ჩვენებას მისცემს.

სააკაშვილი ფიქრობს, რომ პროცესი გამოგონილი მიზეზით გადაიდო და 3 იანვარი განზრახ შეარჩიეს.

კიდევ ერთ არგუმენტი, რომელიც სააკაშვილს აფიქრებინებს, რომ სააპელაციო სასამართლო, პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას გააუქმებს და მას შინა პატიმრობას მიუსაჯეს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. პეტრო პოროშენკომ სასამართლოს რეფორმის გატარება, ხოლო იუსტიციის საბჭომ მოსამართლე ცოკოლის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი 26 დეკემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მისვლას გეგმავს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ სამ იანვარს შინაპატიმრობას შეუფარდებენ, რითაც მის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას მოახდენენ. 

დღის ამბები