26 დეკემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ზვიად რატიანს სამართალდამცველები 4 საათის განმავლობაში უსწორდებოდნენ

10-საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი ფიზიკური დაზიანებებით დატოვა. პოეტს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. დაზიანებული აქვს სახისა და ყურის ნაწილი.

ძალოვანებს პოეტი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

რატიანის თქმით, მას ოთხი საათის განმავლობაში 8 პოლიციელი ხელკეტით სცემდა.

სამართალდამცველებმა რატიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გავრცელებული მიზეზით მისი დაკავება თამარ მეფის გამზირზე, ქურთუკის ფერის გამო, მოხდა.

ფაქტზე საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღიძრა.

წინასწარი დაკავების იზოლატორთან დღეს იმყოფებოდნენ ზვიად რატიანის მეგობრები.

მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ პირველადი მოკვლევა დაასრულა. უწყებაში ორივე მხარის ბრალეულობაზე საუბრობენ.

ერთ-ერთ პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება.

ზვიად რატიანისთვის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

 

 

დღის ამბები