21 დეკემბერი 2024,   21:01
ვრცლად
ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ - სუს-ი

ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ - ამის შესახებ განცხადება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსხურის ხელმძღვანელის ინფომრაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ამოღებულ იქნა ახმედ ჩატაევის კომპიუტერი, სადაც ჩანაწერებიდან დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი გეგმავდა თავდასხმები განეხორიცილებინათ დიპლომატიური მისიების შენობებზე.

„ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ცატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა,“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა ვინაობაც გაასაჯაროვა.

„სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი, იგი რუსეთის მოქალაქე შუაივ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლამბეგ სოლტახმადოვი,“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები