06 დეკემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ზვიად რატიანის ადვოკატის ინფრომაციით პოეტის დაკავების საქმეში რამდენიმე შეუსაბამობა არსებობს

ზვიად რატიანის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. ანა ნასრაშვილი ამბობს, რომ თუ რატიანის გაჩერება მოხდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში მაშინ სამართალდამცავი ვალდებული იყო მოქალაქესთან კომუნიკაცია უწყვეტად ჩაეწერა სამხრე კამერით, რაც არ მომხდარა. მისივე თქმით გადაღებულია მხოლოდ ფრაგმენტი და ისიც მობილური ტელეფონით. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ ჩანაწერებში პოლიციელები მიუთითებენ, რომ ზვიად რატიანის გაჩერება მოხდა თამარ მეფის გამზირზე იმ მიზეზით, რომ ის იგინებოდა უმისამართოდ, თუმცა პოლიციის თანამშრომლები ზეპირ ახსნა-განმარტებებში მიუთითებენ რომ რატიანის გაჩერება მოხდა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში და მათ სურდათ მისი ვინაობის დადგენა, რა დროსაც პოლიციელების თქმით მოხდა პოეტის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა.

რატიანის უფლებადამცველის ინფორმაციით რატიანის დაკავებისას რამდენიმე ცინიკური კომენტარი გაკეთდა სამართალდამცავების მხრიდან მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ის იძულებით ჩასვეს მანქანაში სადაც ხორციელდებოდა მასზე ფიზიკური ძალადობა.  

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არის ბევრი შეუსაბამობა და აუცილებელია, რომ ობიექტური გამოძიებით მოხდეს სიმართლის დადგენა. 

დღის ამბები