26 დეკემბერი 2024,   18:03
ვრცლად
პანკისსა და თბილისში დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში პანკისსა და თბილისში დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. ე.წ. მოდულის შენობაში ერთ-ერთი დაკავებულის, ბაადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი იმყოფება.

დალი ბარბაქაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და უარყოფს ყოველგვარ კავშირს  ტერორიზმთან და აჰმედ ჩატაევთან.

სუს-ში იმყოფება კიდევ ერთი ადვოკატი, ირაკლი ბენია, რომელიც არ ამბობს, რომელი ბრალდებულის ინტერესებს იცავს. 

დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ხვალ საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. მათ ბრალად ედებათ ტერორიზმის დაფინანსება და მხარდაჭერა. 

დღის ამბები