06 დეკემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"შეიძლება საზღვარი ვინმეს გადმოალახინოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ? საიდან ექნებოდა ჩატაევთან კავშირი?"-პანკისში დაკავებულების ოჯახი ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავს

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის ოჯახი სპეცრაზმის უკანონო ქმედებაზე საუბრობს. რუსლან ალდამოვის მეუღლე ამბობს, რომ რომ მისი ქმარი უკანონო პატიმარია, რადგან უდანაშაულოა და ახმედ ჩატაევთან კავშირი არასდროს ჰქონია.  

„რასთან უნდა ჰქონოდა კავშირი ხალხო. ბავშვიც არ დაიჯერებს ასეთ რაღაცას. სახელმწიფო არ არის საქართველო? შეიძლება საზღვარი ვინმეს გადმოალახინოს ჩვეულებრივმა მოქალაქემ? თუ ესეა მაშინ დაცულები არ ვყოფილვართ არც ერთი მოქალაქე. ესე ნებისმიერი მტერი შემოვა. ჩატაევს საერთოდ არც იცნობს. საიდან ექნებოდა ჩატაევთან კავშირი და საიდან იცნობდა? საქართველოდან გადიოდა ვინმე, რომ ჩატაევთან კავშირი ჰქონდეს?“-განაცხადა ალდამოვის მეუღლემ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები