26 დეკემბერი 2024,   17:40
ვრცლად
სპეცრაზმი პანკისში - ოპოზიცია გარე ძალების მხრიდან სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის საფრთხეზე საუბრობს

ოპოზიცია ხელისუფლებას პანკისის ხეობაში სპეცრაზმელების შესვლასა და ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით ამომწურავ პასუხებს სთხოვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგანგებო ბრიფინგზე სამართალდამცავებს დღეს ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ოპოზიცია გარე ძალების მხრიდან სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის საფრთხეზე საუბრობს.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ სხვა ქვეყნის დაკვეთით, ქართული სპეცსამსახურები პანკისში ეთნიკური დაპირისპირების პროვოცირებას შეგნებულად ცდილობენ. პოლიტიკოსები ხელისუფლებას ახსენებენ, რომ საკითხი განსაკუთრებით სპეციფიურ რეგიონს ეხება და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, შეკითხვები სპეცოპერაციისას სამართალდამცავების ქმედებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არ აქვთ.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორი დღის წინ ჩაატარა. სულ 5 ადამიანია დაკავებული, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კი, თემირლან მაჩალიკაშვილი, მძიმედ დაჭრილი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დღის ამბები