08 დეკემბერი 2024,   01:14
ვრცლად
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მცხოვრები ზურაბ ჟღენტი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

საოკუოპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 64 წლის მამაკაცი ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ იონჩასთან აიყვანეს.

ე.წ. უსაფრთოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზღვრის დარღვევის ფაქტს სასაზღვრო სამსახური იძიებს და საქმის მასალების სასამართლოში გადაცემის საკითხს განიხილავს. 

დღის ამბები