08 დეკემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს რეაქცია მწერლის დაშანტაჟება იყო - თამარ გურჩიანი

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელმწიფოს რეაქცია იყო მწერლის დაშანტაჟება იმის მაგივრად, რომ პოლიციელების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით პირობა დაედო და შეცდომა ეღიარებინა,“ - ამის შესახებ უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში პოეტ ზვიად რატიანის საქმესა და გავრცელებულ კადრებტან დაკავშირებით განაცხადა.

მან პოეტის საქმის კონტექსტში, რომელიც პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, სამართალდამცველების რეპუტაციაზე ისაუბრა.

„პოლიცია არ უნდა იყოს პოლიცია, რომელიც ძალის დემონსტრირებას აკეთებს და გვაშინებს და გვარწმუნებს, რომ მიუხედავად იმისა, დაგვიშავებია თუ არა რამე, პასუხისმგებლობა არ აგვცდება. ეს არ არის თანამედროვე პოლიცია. თანამედროვე პოლიცია არის დემოკრატიული პოლიცია,“ - აღნიშნა გურჩიანმა.

უფლებადამცველის თქმით, პოლიციისთვის დაუსჯელობის სინდრომი საშიშია.

„ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლი დღეს შეიძლება, იყოს მწერალი რატიანი, ხვალ შეიძლება, იყოს ვინმე სხვა,“ - განაცხადა თამარ გურჩიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები