6 ადამიანი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას ავსტრალიაში. მცირე ზომის თვითმფრინავი სიდნეიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდინარეში ჩავარდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
მაშველებმა უკვე იპოვეს ყველა ცხედარი. გავრცელებული ცნობით, ერთი მათგანი 11 წლის ბიჭია. კატასტროფას კიდევ 4 ბრიტანელი და პილოტიც ემსხვერპლა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაინერი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა.