თურქმა სამართალდამცავებმა ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად სტამბულის რამდენიმე რაიონში ჩატარდა.
პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების ცნობით, დაკავებულთაგან 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გამოძიების ვარაუდით, ისინი მითითებებს სირიასა და ერაყში დაჯგუფების ლიდერებისგან იღებდნენ და თავდასხმების მოწყობას სტამბოლში საახალწლო ღონისძიებების დროს გეგმავდნენ.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 300-მდე ადამიანი დააკავეს.
უსაფრთხოების მიზნით, ანკარასა და სტამბულში რამდენიმე ღონისძიებაც გაუქმდა.