21 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
2018 წლის მოდის ტენდენციები - დიზაინერები კლასიკურ სილუეტს უბრუნდებიან

ასტროლოგების რჩევების მიხედვით, 2018 წლის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ფერი ყვითელია, თუმცა მაღალი მოდის წამყვანი ბრენდები და დიზაინერები წელს სულ სხვა ფერებს და ტენდენციებს გვთავაზობენ.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - დიზაინერები კლასიკურ სილუეტს უბრუნდებიან. მკვეთრი ფერისა და მბზინავი ქსოვილებისგან შეკერილ სამოსს ახალი წლის ღამის შემდეგ, 2018 წლის განმავლობაში კიდევ არა ერთხელ მოირგებთ.

დიზაინერთა ნაწილი ქალური სილუეტის 100 პროცენტიან დაბრუნებას გამორიცხავს, გარდამტეხი კოლექციებით ევროპული ესთეტიკისგან რადიკალურად განსხვავებული 80-იანი წლებით შთაგონებული სამოსი, დიზაინერებისა და სამოდელო სახლების კოლექციებში ისევ გამოჩნდება.

დიზაინერებისა და მოდის კრიტიკოსების კონტრასტული დამოკიდებულება სადღესასწაულო სამოსის მიმართ, წინასწარი პროგნოზებით მთელი წლის განმავლობაში და ყველა სეზონზე გაგრძელდება.

ახალი ტენდენციების მიუხედავად, დიზაინერები ისევ თანხმდებიან ერთ კონკრეტულ ჭეშმარიტებაზე - მოდაც ისევე ბრუნავს, როგორც ყველაფერი დანარჩენი სამყაროში. მათთვის კი, ვისაც მოდაზე მეტად აღმოსავლური ჰოროსკოპი იტაცებს, ძაღის ნიშანს ყვითელი ფერით უნდა შეხვდეს.

დღის ამბები