22 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
პანკისელი უხუცესები ხელისუფლებას უპირისპირდებიან და გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ

პანკისელი უხუცესები ხელისუფლებას ღიად უპირისპირდებიან. პანკისის ხეობის უხუცესები ტერორიზმის მუხლით მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.

ცოტა ხნის წინ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში  აღნიშნულია, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უფლებები დაირღვა. პანკისელები ხელისუფლებისგან მტკიცებულებებს ითხოვენ იმის დასადასტურებლად, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში, ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირ თავში გასროლა აუცილებელი და გადაუდებელი იყო.

მაჩალიკაშვილების ოჯახსა და უხუცესთა ნაწილს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, თემის ლიდერები მოითხოვენ გაკეთდეს ყველაფერი ქვეყნის შიდა და გარე რესურსების მაქსიმალური გამოყენებით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.

საბჭოს წევრები პირველად "კურიერთან" იხსენებენ შეხვედრას, სადაც მათ სუს-ის უფროსის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა ხმაურიანი საქმის მტკიცებულებები გააცნო. ირკვევა, რომ ვიდეო და აუდიოჩანაწერების ხმა უხუცესებს არ ესმოდათ და 30 დეკემბერს გაკეთებული განცხადება, სადაც მათ დაკავებული პანკისელების და აჰმედ ჩატაევის კავშირების შესახებ ისაუბრეს, მხოლოდ უსაფრთხოების მაღალჩინოსნის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

დაჭრილი 19 წლის მაჩალიკაშვილი კი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები