21 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
„საჯარო მოხელეებს უნდა ესმოდეთ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული,"- მექა ხანგოშვილი პანკისში დაკავებულებზე საუბრობს

არც ჩატაევი, არც მისი თანამებრძოლები და არც ეს ბავშვები საქართველოს წინაშე დანაშაულს არ ჩაიდენდნენ - ეს განცხადება, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა გააკეთა.

ხანგოშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. ხანგოშვილი საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებულ ჩატაევსა და პანკისში დაკავებულ პირებს შორის კავშირს გამორიცხავს. მისი თქმით, ჩატაევი  საქართველოში 19 წლის ბიჭების იმედად არ შემოვიდოდა.

„ახმედ ჩატაევი ამ პირტიტველა ბიჭების იმედად არ შემოვიდოდა. ჩვენ ამაზე ძალიან თავს ვიკავებთ იმიტომ, რომ ჩვენ სახელმწიფოზე ვფიქრობთ პირველ რიგში და ვზრუნავთ ამ სახელმწიფოს იმიჯზე. დარწმუნებული ვარ არც ჩატაევი, არც მისი თანამებრძოლები და საერთოდ ამ ბავშვებზე ხომ საუბარი ზედმეტია, საქართველოს წინაშე დანაშაულს არ ჩაიდენდა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული,“-განაცხადა ხანგოშვილმა.

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს.

„საჯარო მოხელეებს უნდა ესმოდეთ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული. განცხადებებით რა თქმა უნდა დაარღვიეს, როდესაც არ არის მტკიცებულებები რეალური და როდესაც ხელს ადებ და ამბობ, რომ მათ ტერორისტულ ჯგუფთან ჰქონდათ კავშირი, ეს უკვე ნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არის დარღვეული,“-აცხადებს მექა ხანგოშვილი.

დღის ამბები