08 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ოპერისა და ბალეტის თეატრი ძველით ახალ წელს მაყურებელს მრავალმხრივ პროგრამას სთავაზობს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ძველით ახალ წელს მაყურებელს პრემიერას სთავაზობს და ბალეტის მოყვარულებს მრავალმხრივ პროგრამას წარუდგენს.

”წუნა და წრუწუნადან” კანკაას საბალეტო დასის სოლისტები ამჯერად, წარმოდგენის ნაცვლად, საკონცერტო გამოსვლისთვის ამზადებენ.

კლასიკური და თანამედროვე ბალეტის მოყვარულებისთვის და ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის თანაბრად საინტერესო საკონცერტო პროგრამას საბალეტო დასი მხოლოდ ერთხელ - 14 იანვარს წარადგენს.

შერეულ პროგრამაში ნინო ანანიაშვილიც მონაწილეობს, თუმცა, სრულიად ახალი ამპლუით. პრიმა ბალერინა სცენაზე წამყვანის როლს პირველად შეასრულებს.

დასთან ერთად ცნობილი საბალეტო წარმოდგენებიდან ფრაგმენტებს საბალეტო სკოლის მოსწავლეებიც შეასრულებენ.

გალა-კონცერტის მონაწილე იქნებიან სუხიშვილებიც. დასი მაყურებელს 14 იანვარს სიურპრიზებსაც პირდება.

დღის ამბები