03 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ადვოკატი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნის წარმოდგენას აპირებს

დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი. ადვოკატი სხდომაზე ბრალდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნის წარმოდგენას აპირებს, რაც მისი მტკიცებით, აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმროთი შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პროცესზე დასწრებას გეგმავს თავად ოთარ აბესაძე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის მხარემ აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლა ორჯერ მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები