04 მაისი 2024,   07:41
ვრცლად
ჩხუბი რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში - დაჭრილია 14 მოსწავლე და ერთი პედაგოგი

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში ჩხუბის დროს დანით 15 ადამიანი დაჭრეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ სასწავლო დაწესებულებას ორი ნიღბიანი დაესხა თავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმემ დანა გამოიყენა.

დაჭრილებს შორის 14 მოსწავლე, ერთი კი პედაგოგია. დაკავებულია 16 წლის მოზარდი, რომელსაც დანა აღმოაჩნდა. ჩხუბის დაწყებაც სწორედ მას ბრალდება.

რუსული მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოსწავლე ადრე პერმის ფსიქიატრიულ დისპანსერში აღრიცხვაზე იყო აყვანილი.



დღის ამბები