04 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
თურქეთის პოლიცია ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ქართველებს ეძებს

თურქეთის პოლიცია ყაჩაღურ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ქართველებს ეძებს. საქართველოს ორი მოქალაქე სტამბოლში მდებარე საიუველირო მაღაზიის ძარცვის ბრალდებით იძებნება. შემთხვევა ესენლარის რაიონში 29 დეკემბერს მოხდა და მას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ინცინდენტის ამსახველი ვიდეო მასალა პოლიციამ გაავრცელა. ეჭვმიტანილები, რომელთა შორის ერთი ქალი იყო, მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით ძვირფასეულობის წაღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ იუველირმა წინააღმდეგობა გაუწია, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

დაპირისპირების შედეგად დაიღუპა მაღაზიის მფლობელი, მეორე გარდაცვლილი კი, საქართველოს მოქალაქე რაიბული აბრალავაა. ასევე მძიმედ დაიჭრა ლევან ბელთახოძე, რომელიც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პოლიციამ დააპატიმრა.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა თურქეთში უკანონოდ შეაღწიეს, მაღაზიის მახლობლად სახლი იქირავეს. თავდასხმაში მონაწილე ქალმა და ორმა ეჭვმიტანილმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.

დღის ამბები