21 დეკემბერი 2024,   21:11
ვრცლად
შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული ექვსი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული ექვსი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა.

ამასთან ორმა დაკავებულმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს. სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.

განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. 

„ამავე პირებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომლებსაც ბრალდებულებმა იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ყავდათ,“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

 

დღის ამბები