04 მაისი 2024,   02:04
ვრცლად
ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება.

არასრულწლოვანს ყოფილი თანაკლასელების დაჭრის ფაქტზე ბრალი გუშინ წარედგინა.

გამოძიება წითელ ბაღში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

შემთხვევა 31 იანვარის ღამეს თბილისის ცენტრში მოხდა. დაპირისპირების მიზეზი სასკოლო ბანკეტი გახდა.

დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-12 კლასელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები