26 აპრილი 2024,   06:31
ვრცლად
სკოლასა და მანდატურის სამსახურს შორის არ არის საკმარისი თანამშრომლობა - ომბუდსმენის მოადგილე

„ჩვენი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვის მიმართონ ძალადობის შემთხვევების დროს და ასევე, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან არ ხდება დროული და სათანადო ჩარევა,“ - ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ,  ეკა სხილაძემ სკოლებში არსებული მდგომარეობის შეფასებისას გააკეთა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლასა და მანდატურს შორის არასაკმარისი თანამშრომლობაა. ეკა სხილაძე განათლების სამინისტროს მანდატურის უფლებების და ფუნქციების გადახედვისკენ მოუწოდებს.

„არსებული მანდატურის ფუნქციები უნდა გადაიხედოს და მათ პრაქტიკაში ეფექტიანი როლი შეასრულოს. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ხშირად სკოლასა და მანდატურის სამსახურს შორის არ არის საკმარისი თანამშრომლობა და არ ხდება მათი ჩართულობა ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის პრევენციისა თუ გამოვლენის დროს,“ - განაცხადა ეკა სხილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები