06 მაისი 2024,   03:30
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების ახალი კოდექსის პროექტზე მუშაობა დაასრულა

იუსტიციის სამინისტრომ აღსრულების ახალი კოდექსის პროექტზე მუშაობა დაასრულა. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, აღსრულების ახალი კოდექსი სრულიად ახალ სისტემას აყალიბებს, მიჯნავს სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს, ამარტივებს სააღსრულებო პროცესსა და წარმოებას, ამცირებს მის ვადებს.

,,ვთავაზობთ, შეიქმნას აღმასრულებლების პალატა და აღარ არსებობდეს ქვეყანაში სახელმწიფო აღმასრულებელი და კერძო აღმასრულებელი. ყველა აღმასრულებელი დაექვემდებაროს ერთი და იმავე სამართლიან რეგულაციას,“- აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ახალმა გამოწვევებმა ახალ სტანდარტებთან შეთავსება მოითხოვა.  

დღის ამბები