09 დეკემბერი 2024,   10:52
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - საქმის განხილვა 23 თებერვალს განახლდება

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის განხილვა, საქალაქო სასამართლოში 23 თებერვალს გაგრძელდება. 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ბრალდების 2 მოწმე დაკითხეს. მოწმეები არასრულწლოვანების მკვლელობის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ და ისინი უშუალოდ სისხლიანი დაპირისპირების პროცესში არ მონაწილეობდნენ.

„ერთ-ერთი გამომძიებელია, რომელმაც მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და სწორედ ამ გარემოებებთან დაკავშირებით, მან სასამართლოს მისცა ობიექტური, სრულყოფილი და ამომწურავი ჩვენება. რაც შეეხება მეორე მოწმეს, ხსენებული პირი დაიკითხა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე დახვდა, როდესაც მივიდა, პირადად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და ნახა გარკვეული პიროვნებები,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

განცხადება გააკეთა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემაც. უფლებადამცველის თქმით, ბრალდების დადგენილებაში მითითებული ინფორმაცია, რეალობისგან მკვეთრად განსხვავდება. 

„დაცვის მხარე, მივყვებით ეტაპობრივად, დავკითხავთ ყველა იმ მოწმეს, რომელსაც მხარეები წარმოვადგენთ სასამართლოში. დაცვის მხარე გამოვიკვლევთ ყველა იმ მტკიცებულებას და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ის, რაც ბრალდების მხარის პოზიცია არის, ის რაც ბრალდების მხარეს მითითებული აქვს ბრალდების დადგენილებაში, ძალიან განსხვავდება რეალობისგან,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები